LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა 28 ტონა ხახვი იყიდა, რათა კარანტინის პირობებში სახლში დაბრუნებულიყო

253
xaxvi news

ინდოელმა მამაკაცმა სახლში დასაბრუნებლად ხახვის გამყიდველობა დაიბრალა და მეტი რეალისტურობისთვის 28 ტონა ხახვიც შეიძინა.

ინდოეთში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული. თუმცა, ქალაქიდან ქალაქში გადასვლის შეზღუდვა არ ეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც პროდუქტი გადააქვთ.

მუმბაის აეროპორტის თანამშრომელმა პრემ მურტი პანდეიმ ადგილობრივ ბაზარზე 28 ტონა ხახვი შეიძინა. შემდეგ სატვირთო ავტომობილი დაიქირავა და თავი ვაჭრად გამოაცხადა, რათა სამხედროების ბლოგპოსტები გაევლო.

,,მუმბაიში ჩავრჩი. ქალაქში დაინფიცირების მრავალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც ძალიან შემაშინა. ასეთ დროს კი ერთადერთი გამოსავალი სახლში დაბრუნება იყო“.

სამი დღის განმავლობაში პანდეიმ 1400 კილომეტრი გაიარა და მშობლიურ ალახაბადამდე ჩააღწია. გზად მან სამი შტატის და არაერთი საკონტროლო პუნქტის გავლა მოასწრო.

ადგილობრივმა პოლიციამ თაღლითობის შესახებ გაიგო და ინდოელი საკარანტინე ზონაში გადაიყვანა. მართალია, მას არანაირი სიმპტომი არ აქვს, თუმცა 2 კვირის გატარება იზოლაციაში მოუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები