LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცის ფეხსაცმლის საუკეთესო ხუთეული

373

ზამთარი ნაკლებად შესაფერისი დროა საკუთარ სტილზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ჭყაპი, გუბეები და დაბალი ტემპერატურა ნაკლებად იძლევა მოდური ფეხსაცმლის შერჩევის საშუალებას. თუმცა, ხელის ჩაქნევა მაინც არ ღირს. გთავაზობთ მამაკაცის ფეხსაცმლის საუკეთესო ხუთეულს.

 

* შავი ჩელსი

მართალია, ჩელსის პოპულარობა გასული საუკუნის 60-იან წლებს და სვინგის ეპოქას დაემთხვა, მაგრამ მოდელს თავისუფლად შეუძლია დაიკვეხნოს სამეფო წარსულით, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ დედოფალ ვიქტორიას მმართველობის ხანაში იღებს, როცა 1815 წელს მისი უდიდებულესობის მეწაღემ, ჯონ სპარკ-ჰოლმა ფეხსაცმლის მოდელი დააპატენტა.

top-5-muzhskikh-botinok-na-vse-sluchai-zhizni1

Chelsea-Boots

* ზამშის დეზერტი

მამაკაცის გარდერობის სხვა მოდელების მსგავსად, დეზერტის ისტორიაც 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში იწყება, როცა ბრიტანელმა ოფიცერმა ნათან კლარკმა ჯარისკაცების ზამშის  ფეხსაცმელს მიაქცია ყურადღება. როგორც აღმოჩნდა, კრეპსის ძირზე შეკერილი ახალი მოდელი, ეგვიპტელმა მეწაღეებმა სპეციალურად უდაბნოს მკაცრი კლიმატური პირობებისთვის შეიმუშავეს. მშობლიურ ბრიტანეთში დაბრუნებულმა კლარკმა, ოჯახური ბიზნესი – Clarks-ის ფირმის  ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია.

top-5-muzhskikh-botinok-na-vse-sluchai-zhizni2

Desert-Boots

* ჰაიკერი

შესაძლოა, არ გეგმავთ ზამთრის აქტიურად გატარებას – მთების დალაშქვრას და მწვერვალების დაპყრობას, მაგრამ ჰაიკერების (hiking boots) შეძენაზე მაინც ნუ იტყვით უარს, რადგან მოდელი, ერთის მხრივ,  საკმაოდ პრაქტიკულია, მეორეს მხრივ კი,მეტად მოდური. ჰაიკერები საკუთარ კოლექციაში შეიტანეს Hermes-ის Louis Vuitton-ის და Bally-ის მოდის სახლებმა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საერთო მოხმარების ნივთებსაც შეუძლიათ ცნობილი დიზაინერების ყურადღების მიქცევა.

Hiking-Boots

Hiking-Boots2

 

*  ყავისფერი ტყავის ბროგი

ბროგი შორეული 1900-იანი წლების პროვინციალი მამაკაცის ტრადიციული მოდელია, რომელიც სხვა ფეხსაცმლისგან თავისი პრაქტიკულობითა და უნივერსალობით გამოირჩევა. დამატებითი დიზაინერული ელემენტები კი, მოდელს ქარიზმას მატებს და მას პრაქტიკულად შედევრად აქცევს.

top-5-muzhskikh-botinok-na-vse-sluchai-zhizni5

Brogue-Boots

* ბათინკი

ულტრამოდურმა Timberland-მა, რომელმაც  თავის დროზე პრაქტიკულად ააფეთქა მოდის სამყარო, სინამდვილეში უხეში თასმებიანი ე.წ. სამუშაო ბათინკების ( work boots) “მემკვიდრე” და ტრადიციების გამგრძელებელია, რომელიც არა მარტო მოგზაურებსა და კომფორტის მოყვარულებში სარგებლობს პოპულარობით, არამედ ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავებშიც.

top-5-muzhskikh-botinok-na-vse-sluchai-zhizni6

Work-Boots

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები