LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი სიკვდილით დასჯას მის აღსრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაურჩა

56
4WNNLXZNI5KQ5HMF57LWKTRCXM

ოკლაჰომაში მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი სიკვდილით დასჯას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ შტატის გუბერნატორმა ეს პროცედურა აღსრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გააჩერა.

ჯულიუს ჯონსს სასჯელის უმაღლესი ზომა 1999 წელს ავტომობილის გატაცებისა და სადაზღვევო აგენტის მკვლელობისთვის მიესაჯა. განაჩენის აღსრულებამდე 11 საათით ადრე შეწყალებისა და ვადამდე ადრე გათავისუფლების საბჭომ ბრალდებულს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა.

გასამართლებულის ადვოკატებმა მტკიცებულებად ის ფაქტი მოიყვანეს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ჯულიუსი სახლში იმყოფებოდა, ოჯახთან ერთად. თუმცა, ნაფიც მსაჯულებმა ამის შესახებ ვერ გაიგეს, რადგან ადვოკატებმა საქმის დროულად გამოძიება უბრალოდ ვერ მოასწრეს.

ამიერიდან კი იურისტებს მისი უდანაშაულობის დამტკიცება შეუძლიათ და ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები