ბრიტანეთიდან ფლორიდაში მიმავალი კაცი ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა, ის მთელი თვითმფრინავის ერთადერთი მგზავრი იყო. ლონდონიდან ორლანდოსკენ მიმავალ რეისს ავიაკომპანია British Airways ასრულებდა და 8 საათის ხანგრძლივობის ფრენა ერთადერთი ადამიანის გამო შესრულდა.
როგორც მგზავრი ამბობს ეს მის ცხოვრებაში ყველაზე უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო გამოცდილება იყო.
მგზავრობისას მას არ მოუწყენია, 4 სავარძლისგან საწოლი მოიწყო და გზაში მშვენივრად გამოძინებაც მოასწრო.
მგზავრს ბორტგამცილებლებმა შეუზღუდავი რაოდენობის სასუსნავიც მისცეს, რამეთუ ის ერთადერთი მგზავრი იყო და შემცილებელი არ ჰყავდა.