LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევარდა, დაკავებულია

191
ფორტუნა - 2023-04-14T105119.723

მამაკაცი, რომელიც თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში შევარდა და იქ მყოფ ადამიანებზე თავდასხმა სცადა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელიც სუპერმარკეტში მომხდარ შემთხვევას ასახავს.

ვიდეო: „ვინ ვარ იცი შენ?...სუს-ში მყავს მთელი ოჯახი” - თბილისში, სუპერმარკეტში, ახალგაზრდა კაცი შევარდა და კონსულტანტს თავს დაესხა

თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხმარებელი შეიჭრა და კონსულტანტს თავს დაესხა,

როგორც გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, მომხმარებელმა კონსულტანტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად შეხებაც სცადა.

„ვინ ვარ იცი შენ?… წადი გაიარე.. სუს-ში მყავს მთელი ოჯახი… წადი გაიარე… შენ, პოლიციაში რეკავ შენ? უთხარი, ის ბიჭიაო, შვიდჯერ, რომ არის ნასამართლევი…“ – ამბობს თავდამსხმელი ახალგაზრდა კაცი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები