მამაკაცი, რომელიც გორში მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს დაეჯახა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცი შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მიღებას მოტოციკლის სამართავად ცდილობდა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად ორი პირი კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მომსახურების სააგენტო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.