დღეს, „იმედზე“, საღამოს ათ საათზე, მამაკაცების ნამდვილ ბრძოლას ვიხილავთ, რადგან „დიდი ფსონის“, ანუ „ნოკაუტის“ დღეა. ფსონებს ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი ჩამოვლენ იმ მონაწილეებზე, რომლებიც, მათი აზრით, გამარჯვებისთვის შესაფერისი კანდიდატურები არიან.
სულ ორ მწვრთნელს 8-8 მონაწილე ჰყავს, აქედან ორს ნოდიკო და ორს ანრი „ოქროს ბილეთს“ მისცემენ, ანუ ავტომატურად გადაიყვანენ შემდეგ ეტაპზე, 6-6 მონაწილეს კი სოლოგამოსვლები მიუწევთ იმის დასამტკიცებლად, რომ მომდევნი საფეხურით წაწევის უფლება დაიმსახურონ. ანრიც და ნოდიკოც დღეს 2-2 მონაწილეს დაემშვიდობებიან.
გვანცა კილასონია, „ვოისი საქართველოს“ გენერალური პროდიუსერი:
დიდი თამაში სწორედ ახლა იწყება. დღეს არის მამაკაცების, ნოდიკოსა და ანრის შეჯიბრება. ეს შოუს ყველაზე აზარტული ნაწილია. ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ მონაწილის ვოკალურ მონაცემებზე, არამედ იმაზე, როგორ ფსონს და ვისზე დადებს მწვრთნელი. შემდეგ სამშაბათს კი იმავეს გაკეთება ქეთა თოფურიასა და ნუცა შანშიაშვილს მოუწევთ…