LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამაჩვენი არ ძალადობდა, შვილს არ მოკლავდა, “კვადრო” უყიდა, 1500 ლარი მისცა” – 11 წლის ბიჭის და

1492
BeFunky-collage (15)

თერჯოლის სოფელ ძევრში 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის დას არ სჯერა, რომ მისი ძმა მამამ მოკლა. თინათინ აბჟანდაძე ამბობს, რომ ბავშვი მამას ძალიან უყვარდა და მის ყველა სურვილს ასრულებდა.

„მე მგონია, რომ მამა არ ჩაიდენდა, არ მოკლავდა თავის შვილს. არ ძალადობდა მამაჩვენი, ძალიან უყვარდა. „კვადრო“ უყიდა, 1500 ლარი მისცა…

მამა რომ დალევდა, ყვირილი, ხმამაღალი საუბარი უყვარდა, ალბათ ფსიქიკაზე იმოქმედა და პატრული რომ აივლის, აღარ იყვირებსო, მაგიტომ ითხოვდა ჩემი ძმა პატრულის ნომერს,“-უთხრა „კურიერს“ გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დამ.

ცნობისთვის, 23 აგვიტოს ძევრში 48 წლის კაცი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა და სუიციდის ინსცენირება გაითამაშა.

მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა

„მოკლეს და ჩამოკიდესო ამბობენ, რამდენად მართალია არ ვიცი. ისე, მამამისი სულ სვამდა და ცოლს სცემდა."

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები