LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამაჩემს სახე აქვს დასერილი… დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს” – სასტიკი ყაჩაღობა კასპში [ვიდეო]

182

ყაჩაღობა მოხდა კასპის რაიონის სოფელ ფერმაში. როგორც დაზარალებული გოგონა ყვება, მათ სახლში სამი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა.

საბინა ალახვერდოვას თქმით, ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ოჯახში ფული და ძვირფასეულობა ინახებოდა და ყველაფრის მიცემას ითხოვნდნენ.

გოგონა ამბობს, რომ ისინი სასტიკად გაუსწორდნენ ოჯახის წევრებს. ფიზიკური დაზიანებები აქვს, როგორც საბინას დედას, ასევე მის მამას.

“მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს რაც გვქონდა ოქრო და ფული მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო იმ დღესვე მოგჭრით თავსო”, – განაცხადა “რუსთავი 2”-თან საბინა ალახვერდოვამ.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/1946161915427884/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები