ცნობილი დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია თათია შარანგიას საავტორო გადაცემაში “სთორი” ბავშვობის მოგონებებს იხსენებს და მშობლებთან ურთიერთობაზე საუბრობს.
როგორც თელია აღნიშნავს, მშობლებმა მისი კარიერის შექმნაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს.
“ამ ორმა ადამიანმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ისეთი ადამიანის შექმნაში, როგორიც დღეს მე ვარ. ვიტყოდი, რომ ყველაზე საყვარელი დედა მყავს, უსაყვარლესი ქალბატონი, რომლისგანაც მე გადაბრუნებული სიტყვა არ მახსოვს. ასევე არ მახსენდება, რომ ოდესმე დედა ჩემზე გაბრაზებული ყოფილიყო. ამის საპირწონედ, ალბათ იყო ის ამბავი, რომ მამაჩემი მკაცრი მშობელი იყო. მის მიმართ რიდი და შიში მქონდა გარკვეულ ასაკამდე.
მამის მხრიდან დასჯად შეიძლება ჩაითვალოს ხმის არ გაცემა და გაბრაზება. სრულიად გამოვრიცხავ რაიმე ფიზიკურ შეხებას. ჩემთვის ყველაზე ცუდი ფაქტი იყო, როდესაც მამაჩემი მიბრაზდებოდა, ვერ ვეგუებოდი. გაბრაზების ყველაზე ხშირი მიზეზი იყო ჩემ ძმასთან ჩხუბი. ტყუპებივით ვიზრდებოდით და დაახლოებით 13 წლამდე მუდმივი დაპირისპირება იყო ჩვენ შორის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ეს ჩხუბი ბრალდებოდა ზაზას და ჯოხი ყოველთვის ჩემზე ტყდებოდა”, – იხსენებს ზაზა თელია.
ამავე თემაზე: