LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაჩემი ყველაფერში მხარს მიჭერდა, მაძლევდა მოტივაციას…დიდი ტკივილის შემდეგ ადამიანი ფენიქსივით უნდა აღდგეს.. – ნინი გოგიჩაიშვილი

261
Untitled design (3)

„ვარ ძალიან ემოციური და გულჩვილი… ჩემთვის ბედნიერება ჩემს ოჯახთან ასოცირდება,“ – მოდელმა, ნინი გოგიჩაიშვილმა მთავარი არხის გადაცემის „შენი დილა“ კითხვებს უპასუხა.

„მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ცდილობს ისეთი საქმის პოვნას, რომელიც გააბედნიერებს.

გავიზარდე იქ, სადაც ნამდვილი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი..

მამაჩემი  ყველაფერში მხარს მიჭერდა, მაძლევდა მოტივაციას.. მისი რჩევა იყო, რომ ყველაზე ფასეული არის თავისუფლება და ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი. არ არსებობ დღე როცა არ მახსენდება მამაჩემის რომელიმე რჩევა.

ვფიქრობ ძალიან გამომადგა ეს რჩევა. ზუსტად იმ ადამიანთან ვარ, ვინც იზიარებს ჩემს ფასეულობებს..

მიტირია მონატრებისგან, ძალიან დიდი ტკივილის შემდეგ ადამიანი ფენიქსივით უნდა აღდგეს.. პოულობ ძალას, რომ ცხოვრება გააგრძელო..

დედისგან ვისწავლე უდიდესი შრომისმოყვარეობა.. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავს სხვებზე და არის უკეთილესი.

ყველაზე მარტივია ადამიანი იყოს კეთილი.  შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ შეიძლება ადამიანს ერთი პატარა სიტყვა უთხრა, კომპლიმენტი, ან თუნდაც ყვავილი აჩუქო და იმხელა მოვლენა და მოგონება შექმნა იმ ადამიანის გონებაში, რაც მთელი ცხოვრება გაჰყვება,“ – ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები