LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა შვილს დაპირდა, რომ ოთახს კლუბის ფერებში მოუწყობდა, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა (ფოტოები)

236
download (2)

ჩემპიონთა ლიგის „ბარსელონასთან“ განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის წინ, „ლივერპულის“ ფანმა 5 წლის შვილს პირობა მისცა, რომ თუ საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, ბიჭი დაბადების დღეზე საძინებლის ახალ დიზაინს მიიღებდა.

არადა, ბარსელონაში 0:3 წაგებული პირველი თამაშის შემდეგ პირობის შესრულება ცოტა წარმოუდგენლად ჩანდა, თუმცა როგორც იცით „ლივერპულმა“ შინ 4 გოლი შეაგდო და მერე ფინალში „ტოტენჰემი“ დაამარცხა 2:0.

მაიკლი 6 წლის გახდა და მამამ ახალი საძინებელი აჩვენა.

კედლებზე პოსტერები, შარფები და ბანერია. კედლები რა თქმა უნდა წითელ ფერებშია, ზემოთ დატანებულია კლუბის ემბლემა. ფარდა, საბანი და ხალიჩაც კლუბის სიმბოლოებშია.

ოთახის შუაშია 10-ნომრიანი მაისურა მაიკლის სახელით. ეს მაიკლ ოუენი არ არის. თავად გულშემატკივარი მამის თქმით, ბიჭმა არც კი იცის ეს ვინაა.

მამამ ყველაფერი თავად გააკეთა და რაც მთავარია მოასწრო დაბადების დღემდე. ახალი ოთახის გარდა მაიკლმა მაგარი ტორტიც მიიღო. სანთლების ნაცვლად ბურთებია, კომპოზიციას კი სალაჰის, ვაინალდუმისა და ალისონის ფიგურები ასრულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები