მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ქართულ მაღაზიებში პროდუქციის დეფიციტს ეხმიანება და აღნიშნავს:
„ჩვენს ქვეყანაშიც ომია, ოღონდ ისევ ქართველები გვიწყობენ ომს…
ძალიან მალე პროდუქტი ისე გაძვირდება, შიმშილი დაისადგურებს… მაღაზიებმა უკვე გადამალეს, რომ გააძვირონ და უკრაინის მიწაზე რუსებისგან ანთებული ცეცხლით ხელები მოითბონ…
ან ვის შეერგება ომის დროს მოპოვებული სიმდიდრე…
ამაზე უარესი ღალატი არ არსებობს, როცა შენს მოსახლეობას შიმშილისთვის იმეტებ!..
ღალატი კი უპასუხოდ არ დარჩება!..“