დღის კარიკატურა: კრიშტიანო-უმცროსი მამას „იუვენტუსში“ გოლების გატანას ასწავლის
ცნობილმა კარიკატურისტმა ომარ მომანიმ თავისი მორიგი ნამუშევარი „იუვენტუსის“ ახალწვეულ თავდამსხმელს მიუძღვნა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის სამ მატჩში ჯერ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
აი მისი ვაჟი კი პირიქითაა: პატარა კრიშტიანომ პირველივე შეხვედრაში, ტურინელთა U-9 ბავშვთა გუნდის შემადგენლობაში, პოკერით გამოიჩინა თავი.