LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი – სახლში, რომელიც არ მინახავს,” – გუკა რჩეულიშვილმა ციხე დატოვა

187

გუკა რჩეულიშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა, მას ციხის გარეთ ცოლი, ლელა კილაძე და ახლობლები ელოდებოდნენ.

რჩეულიშვილმა ბრალდებაზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს “ორი სიტყვით სათქმელი არ არის” და მოგვიანებით განავრცობს.

„მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს. დედა, დეიდა – ციხეში… ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს,“ – ამბობს რჩეულიშვილი.

მისივე თქმით, ოჯახის წევრების დაპატიმრებას ცალსახად პოლიტიკურ კონტექსტში ვერ განიხილავს, რადგან რჩეულიშვილებსაც და დაზარალებულებსაც „საკუთარი სიმართლე აქვთ“.

„დედაჩემის ციხიდან გამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დაკავშირებული მაქვს ეს დაზარალებულების დაკმაყოფილებასთანაც. ამიტომ ამ პრობლემებს ერთად მოვაგვარებ,“ – აღნიშნა რჩეულიშვილმა.

„ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი დღეს შეეცვალა. მას, ასევე, ჩამოართმევენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და პასპორტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები