LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა, მალე შეხვდები ვახოს, რაზეც ხშირად ლაპარაკობდი“ – ბესარიონ თედიაშვილი ლევან თედიაშვილისა და ომში დაღუპული მისი ვაჟის ფოტოს აქვეყნებს

255
ლევან თედიაშვილი

ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონს, ლევან თედიაშვილს, რომელიც მიმდინარე წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა, დღეს 76 წელი შეუსრულდებოდა.

„უდიდესი კაცი წავიდა.. ბევრი ტკივილით იცხოვრა ადამიანმა, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის გაუთავებელი სიხარული მოჰქონდა.. ასეთია ბედი და ფასი საქართველოში დიდად ყოფნის!“ – სანდრო ელოშვილი ლევან თედიაშვილზე

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს ლევან თედიაშვილის შვილი – ბესარიონ თედიაშვილი.

ფოტოები სპორტსმენს ვაჟიშვილებთან ერთად აქვს გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ლევან თედიაშვილის შვილი, ვახო, 1993 წელს აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა და ბაბუშერაში თვითმფრინავის აფეთქების დროს, აეროპორტში განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა თავად ლევან თედიაშვილიც. მამა-შვილს ერთ-ერთი ფოტო სწორედ ფრონტის ხაზზე აქვთ გადაღებული.

„დღეს 76 წელი შეგისრულდებოდა. მშვიდად გეძინოს მამა და მალე შეხვდები ვახოს, რაზედაც ხშირად ლაპარაკობდი“, – წერს ბესარიონ თედიაშვილი სოციალურ ქსელში.

დღეს 76 წელი შეგისრულდებოდა. მშვიდად გეძინოს მამა და მალე შეხვდები ვახოს რაზედაც ხშირად ლაპარაკობდი♥️♥️♥️

Posted by Besarion Beso Tediashvili on პარასკევი, 15 მარტი, 2024

შეგახსენებთ, შემთხვევა 1993 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოხდა – ბა­ბუ­შე­რა­ში, თვითმფრინავის აფეთქების შემდეგ, აეროპორტზე თავდასხმა კვლავ გაგრძელდა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის და დაჭ­რი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნის დროს, აფეთ­ქე­ბუ­ლი ჭურ­ვის ერთ-ერთი ნა­წი­ლი იმავე ტერიტორიაზე მყოფ 19 წლის ვა­ხო თედიაშვილს მოხ­ვდა, ის საავადმყოფოში სწორედ მამამ, ლე­ვან­ თედიაშვილმა წა­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ძლიერი სის­ხლდე­ნის გამო, ვახო მამის თვალწინ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები