LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა გიორგი სხილაძის თქმით, მისი განადგურება სურთ

245
rwrwr

მამა გიორგი სხილაძემ მეუღლესთან ერთად საქართველო დატოვა. მან “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებაში სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინა. მამა გიორგის განცხადებით, კონკრეტულ ადამიანებს მისი განადგურება სურთ, რის გამოც იძულებულია ქვეყნიდან წავიდეს.

“არ ვაპირებდი წასვლას და კვირას კიდევ წირვა მქონდა დანიშნული თბილისში, მაგრამ გუშინ დაგვიკავშირდნენ ახლობლები და შეგვატყობინეს, რომ არის რეალური საფრთხე და სასწრაფოდ დავტოვეთ თბილისი.

ეს არის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ფანატიკური ჯგუფები მომისიონ და სულ მცირე, გამანადგურონ. მეუღლე მახლდა გვერდით და მისი უსაფრთხოების გამო, დავტოვე თბილისი. მივიღე მუქარები,“ – აღნიშნა მამა გიორგი სხილაძემ.

მღვდელი გიორგი სხილაძე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილი სტუდენტია, რომელიც  80-იან წლებში სასულიერო სემინარიის რექტორს, ამჟამად წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმე შიოშვილს, სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი, რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული აცხადებს, რომ 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე, კახა კალაძეზე ძალადობა სცადა, რაც პირველი შემთხვევა არ იყო. სტუდენტმა მომხდარის შესახებ წერილი მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს მისწერა, სადაც მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე დეტალურად საუბრობდა. თუმცა ამის შედეგად მხოლოდ სტუდენტები დაისაჯნენ  და ისინი სასწავლებლიდან გაირიცხნენ.

მამა გიორგი სხილაძე ამტკიცებს, რომ მეუფის ქმედებებზე ინფორმაცია პატრიარქსაც ჰქონდა. მომხდარის შემდეგ რექტორს თანამდებობა დაატოვებინეს, თუმცა მოგვიანებით ორჯერ დააწინაურეს.