LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა 80 წლისაა, დედა 74-ის, როდესაც დამაპატიმრეს, ვთხოვე, დამლოდებოდნენ და პირობა შემისრულეს“ – ვანო მერაბიშვილის გულახდილი ინტერვიუ

367
van22

უკრაინელი ტელეწამყვანი დიმიტრი გორდონი, საკუთარ ინტერნეტგამოცემაში ხშირად მასპინძლობს ქართველებს.

მისი სტუმრები უკვე იყვნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თინა კანდელაკი. მათთან ინტერვიუებს დიდი გამოხმაურება ხვდა წილად, რადგან ორივე რესპონდენტმა სკანდალური და ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.

ამჯერად დიმიტრი გორდონმა, საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერს ვანო მერაბიშვილს უმასპინძლა.

გადაცემაში, რომელიც  1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა, ვანო მერაბიშვილი  გულახდილად საუბრობს.

თქვენ გააკეთეთ ის, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდში არავის გაუკეთებია. 2004-2012 წლებში ხელმძღვანელობდით საქართველოს შსს-ს, 2012 წელს კი პრემიერ-მინისტრი იყავით. ყველაზე საინტერესო, რაც გავიგე, თქვენ კათოლიკე ხართ. ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობაა აღიარებული, კათოლიკე გახდა პრემიერ-მინისტრი?

მე წარმოვადგენ რელიგიური უმცირესობას, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტია კათოლიკე. ჩვენ ისეთი ქვეყანა ავაშენეთ, სადაც ყველა მოქალაქეს, მიუხედავად თავისი რწმენისა, ეროვნებისა, შეეძლო წარმატების მიღწევა. როდესაც ჩვენ ვიყავით ქვეყნის სათავეში, პრიორიტეტს ვანიჭებდით უმცირესობებს და მათ უფლებებს. 2012 წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ რელიგიური უმცირესობები ხშირად ოპოზიციას აძლევენ ხმას.

როგორ მოხდა, რომ არ დაგიმთავრებიათ პოლიციის აკადემია, თუმცა გახდით ყველაზე წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი?

მინისტრები არიან პოლიტიკოსები, მე პოლიციური პრაქტიკა არ მქონდა. ჩვენ ერთ დღეში 20 000 თანამშრომელი გავათავისუფლეთ, კორუფციის გამო. ორი თვე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ გვყავდა. ამ პერიოდში მოვამზადეთ სამი ათასამდე პოლიციელი, თუმცა მათგან 90% არასდროს ყოფილა ამ საქმეში ჩართული. რაც მთავარია, პოლიცია არათუ კორუმპირებული აღარ იყო, ის გახდა რეფორმების სიმბოლო.

ვიდეო: ხელი მტაცა და ამიყვანა, ახლოს მიმიზიდა, ვუთხარი, რომ ხელი გაეშვა - აკოცა თუ არა სააკაშვილმა კანდელაკს

"ვალების, შეცდომების და ტერიტორიების დაკარგვის გარდა, მაგ ადამიანს საქართველოსთვის არაფერი მოუტანია".

ვანო, თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, ხომ იცოდით, რომ თქვენს წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყებოდა, რატომ არ გაიქეცით?

სავარაუდოდ, ეს ჩემი ხასიათია. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ 6.9 წელს მომისჯიდნენ. ვფიქრობდი, რომ გაცილებით მალე გამათავისუფლებდნენ, რადგან მოვიგებდი ევროსასამართლოს და გამოვიდოდი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა. მათ ცხრაჯერ თქვეს უარი უდოზე. მე რომ წამეგო სტრასბურგში საქმე, უფრო მალე გამომიშვებდნენ. თითქმის 7 წელი ვიჯექი რვა კვადრატულ მეტრ ოთახში.
უდოზე უარის მიზეზი გაინტერესებთ რა იყო? თურმე მე არ ვიცოდი ხატვა, არ ვთამაშობდი ინტელექტუალურ თამაშს “რა? სად? როდის?” და ა.შ. ხელისუფლება ინანებს, რომ ციხიდან გამომიშვა და ამაში მალე დარწმუნდებიან.

 

გორდონის კითხვაზე, საპატიმროში, უმძიმესი პირობებში მყოფს, ეცოდებოდა თუ არა საკუთარი თავი, ყოფილ შს მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად უჭირდა ის, რომ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, მას ოჯახის წევრებთანაც კი, კომუნიკაცია მაქსიმალურად შეზღუდული ჰქონდა.

მე ძალიან ბევრი დავკარგე მთელი ამ წლების განმავლობაში. წარმოიდგინე, ჩემი უმცროსი ვაჟი ახლა გავიცანი. როდესაც დამაპატიმრეს, ის იყო 3 წლის და ახლა არის 10 წლის. ვამაყობ მისით, ძალიან ჭკვიანი და განვითარებული ადამიანია.

ზოგადად, ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა მქონდა თვეში ერთხელ, ერთი საათით. ამასთან, მინის კედელი იყო ჩვენს შორის და ესეც ძალიან რთული იყო. მქონდა გრძელვადიანი პაემნის უფლებაც, 8 თვეში ერთხელ, თუმცა ეს ფსიქოლოგიურად იმდენად არაკომფორტული აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე.

მამა 80 წლის არის, დედა 74 -ის, როდესაც დამაპატიმრეს, მე მათ ვთხოვე, დამლოდებოდნენ და  ეს პირობა შემისრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები