LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტელებს ელექტრო სკუტერების საყიდლად ფულს გადაუხდიან

123
7e3d537740ef24041e3fe97b9fb2443af2f17830-1709288853-09497b28-960x640

მალტის მოსახლეობას ელექტრო სკუტერის შეძენისთვის კომპენსაციას გადაუხდიან. Times of Malta-ს ინფორმაციით, კომპენსაციის თანხა 150 ევრო იქნება და სკუტერი აუცილებლად პირადი მოხმარებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამ ინიციატივის დამსახურებით ადგილობრივები ეკოლოგიურ ტრანსპორტს უფრო ხშირად გამოიყენებენ და მავნე ავტომობილზე უარს იტყვიან. შეგახსენებთ, რომ ავტომფლობელები ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 72%-ზე არიან პასუხისმგებელი.

გარდა ამისა, დაწყებული 1-ლი მარტიდან, მალტის ქუჩებში ელექტრო სკუტერების დაქირავება შეუძლებელი გახდება. მთავრობამ მომრავლებული ავტო-საგზაო შემთხვევების გამო მათი სრულად აკრძალვა გადაწყვიტა.

თუმცა, აკრძალვა კერძო ელექტრო სკუტერებს არ შეეხება. მთავრობაში ფიქრობენ, რომ მათი მეპატრონეები საგზაო წესებს მეტი პასუხისმგებლობით იცავენ და სკუტერებს არც ტროტუარებზე ყრიან, რაც ქვეითებს ძალიან უშლის ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები