LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტაზე ელექტრო სკუტერების აკრძალვას აპირებენ

113
336774123692216b70fc5d40b1b46ffce4e79a04-1643830532-afef2345-960x640

მალტის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აპირებს, რომ გასაქირავებელი ელექტრო სკუტერებისთვის საგზაო მოძრაობის წესები გაამკაცროს. მიზეზი – ტრანსპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დიდი რიცხვია. იმ შემთხვევაში, თუკი სიახლე ავარიების რიცხვს არ შეამცირებს, სამინისტრო ამ ტრანსპორტის სრულ აკრძალვაზე დაფიქრდება.

ამჟამად ელექტრო სკუტერების მძღოლებს გზაზე 20 კმ/სთ-ით შეუძლიათ გადაადგილება და ჩაფხუტის ტარებაც არ არის სავალდებულო.

სამინისტრო აპირებს, რომ მაქსიმალური სიჩქარე საგრძნობლად შეამციროს და ელექტრო სკუტერების მფლობელებს ტროტუარზე სიარულიც აუკრძალოს.

მძღოლებს ჩაფხუტის ტარებასაც დაავალდებულებენ. აიკრძალება სკუტერების ტროტუარზე დაპარკინგებაც, გარდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი ადგილებისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები