LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტაში საქართველოს ელჩი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს – რა ხდება ვაქცინის შემოტანაზე

692
kote

მალტაში საქართველოს ელჩის პასუხი მიხეილ სააკაშვილს – კოტე სურგულაძე აცხადებს, რომ მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნობები არ არის სანდო.

სააკაშვილი საქართველოს მთავრობას ვაქცინის მისაღებად გეგმას სთავაზობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად კონკრტულ გეგმას სთავაზობს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინის დოზა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს. კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია მოისმენენ, არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა, ევროკავშირმა ყველა თავის წევრს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით […]

„კოვიდ19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ქ. რომში (რომელიც ფარავს მალტის რესპუბლიკას) მალტის შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო, მალტის მხრიდან საქართველოსთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების მიღების საკითხზე. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის თვეში ვაქცინები ჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მალტისთვის. საელჩო, ცხადია, დღესაც აგრძელებს კონსულტაციებს მალტის მხარესთან.

მოლაპარაკებებში, თავიდანვე ჩართული იყო მალტაში საქართველოს საპატიო კონსული, რომელიც თავისი არხებით ცდილობს მიიღოს მალტის მხრიდან ვაქცინების სათანადო რაოდენობა.

საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის. შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით წარმოადგენს სპეკულაციას” , – აცხადებს კოტე სურგულაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები