მალტაში ჩატარდა ისტორიაში პირველი თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც ძაღლებისთვის იყო განკუთვნილი. ინფორმაციას ამის შესახებ Times of Malta ავრცელებს.
შოუს განმავლობაში მსახიობები და ხმის რეჟისორები იყენებდნენ ხმებს, რომლის მოსმენაც ძაღლებს განსაკუთრებულად უყვართ. მაგალითად, ძაღლების მეგობრული ყეფა, ბავშვების ხმაური და ჩუმი საუბრები. თეატრის შემქმნელთა თქმით, ყველა მელოდია ძაღლებში მხოლოდ დადებით რეაქციებს იწვევს და ცხოველთა აგრესიის პროვოცირებას უშლის ხელს.
სპექტაკლი ესპანელ ხელოვანთა ჯგუფმა დადგა, წარმოდგენა ძაღლების მეპატრონეების სიდის და სიდუს, ასევე მათი ძაღლების ფიდოს და ჯულეს ისტორიას მოგვითხრობს.
ძაღლების მეპატრონეებისთვის ორგანიზატორებმა სპეციალური წესები შეიმუშავეს. მაგალითად, ახალბედა თეატრალები 2 მეტრის სიგრძის საბელით უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი, გარდა ამისა თან უნდა ჰქონოდათ წყალი, ცოტა საკვები და პაკეტი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.
მთელი წარმოდგენის განმავლობაში დარბაზში მორიგეობენ კინოლოგი და ვეტ-ექიმიც.