LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალხაზ მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

253
26167398_1531850610183517_8903530935233077920_n

მალხაზ მაჩალიკაშვილი გვიან ღამით ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს.

პირველადი დახმარება მას სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს, თუმცა მოგვიანებით, კვლევების ჩასატარებლად მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მაჩალიკაშვილს კლინიკაში შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მას დაბალი წნევა აღენიშნებოდა, ასევე აქვს შაქრის პრობლემა.

როგორც  ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მის მოსანახულებლად კარავში იყო მისული და სწორედ მან შენიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

მაჩალიკაშვილმა საავადმყოფო რამდენიმე საათში დატოვა. ის კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან კარავში დაბრუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები