მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო Radisson Blu-ზე თავდასხმა მოხდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შეობიდან ისმის სროლის ხმა.
პოლიცია ამ წუთებში სასტუმროსთან არის მობილიზებული.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, თავდამსხმელები ისლამისტები არიან. მათ სასტუმროს მეშვიდე სართული აქვთ დაკავებული. „ტელეგრაფი“ კი წერს, რომ ტერორისტებს ტყვედ 170 ადამიანი ჰყავთ აყვანილი და ისინი „ალაჰ აკბარს“ ყვირიან. ამავე გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელები 10-მდე შეიარაღებული რადიკალი ისლამისტია.