დიდხნიანი ლოდინის შემდეგ დუეინ ჯონსონმა საკულტო სერიალის, „მალიბუს მაშველების“ ახალი რიმეიქის თიზერი გამოაქვეყნა.
ფილმში კომპანიონობას მას ზაკ ეფრონი, მარგო რობი, ალესანდრა დადარიო, პრიანკა ჩოპრა და სხვა ვარსკვლავები უწევენ. ცნობილია, რომ ეპიზოდურ როლებში სერიალის ორიგინალის ვარსკვლავები – დევიდ ჰეზელჰოფი და პამელა ანდერსონიც გამოჩნდებიან.
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ჯონსონისა და ეფრონის პერსონაჟები კალიფორნიის სანაპიროზე მაშველებად მუშაობენ, რომელსაც დახურვა ემუქრება. ეს იდეა მკაცრ ბიზნეს-ლედის (პრიანკა ჩოპრა) გაუჩნდება. სწორედ მის წინააღმდეგ მოქმედებენ მაშველები.
დიდ ეკრანებზე „მალიბუს მაშველები“ 2017 წლის 11 მაისს გამოვა.
https://www.youtube.com/watch?v=2lbUGcsGF1k