“მალიბუს მაშველების“ პრემიერის თარიღი სულ უფრო ახლოვდება. ქსელში ფილმის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელიც მკვეთრად 18+ კატეგორიისაა. ვიდეო შეიცავს უცენზურო საუბარსა და თამამ კადრებს.
ფილმი 90-იანი წლების ამავე სახელწოდების სერიალის მიხედვით არის შექმნილი, სადაც მთავარ როლს დევიდ ჰეზელჰოფი და პამელა ანდესრონი ასრულებდნენ. რაც შეეხება ფილმს, მასში დუეინ ჯონსონი, ზაკ ეფრონი, ალექსანდრა დადარიო, კელი რორბაჰი, პრიანკა ჩოპრა და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ.
ფილმის პრემიერა დიდ ეკრანებზე 25 მაისს შედგება. ვიდეო