ფილმ „მალიბუს მაშველების“ შემქმნელები თავისი პროექტის მიმართ ინტერესს ამძაფრებენ. ამჯერად ქსელში პროექტის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებლები, დუეინ ჯონსონი, ზაკ ეფრონი, კელი რორბაჰი, ალექსანდრა დადარიო, პრიანკა ჩოპრა და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ.
სიუჟეტის მიხედვით, მაშველები ნავთობის კომპანიის ფინანსურ ინტერესების წინააღმდეგ მიდიან, რომელსაც სანაპიროს მოშლა აქვს გადაწყვეტილი. დუეინ ჯონსონის პერსონაჟი და მისი გუნდი პრიანკა ჩოპრას გმირის წინააღმდეგ იბრძვიან.
იქნება თუ არა ფილმი ისეთივე წარმატებული, როგორც ამავე სახელწოდების 90-იანი წლების პოპულარული სერიალი, ამას მიმდინარე წლის მაისში გავიგებთ, როდესაც პროექტი დიდ ეკრანებზე გამოვა.