აშშ-ს პრეზიდენტის 18 წლის ქალიშვილი უქმეებზე ამსტერდამში იმყოფებოდა. ამერიკული და ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, სკოლის დამთავრება მალია ობამამ ამსტერდამის ღამის კლუბში მეგობრებთან ერთად აღნიშნა, ბევრი ალკოჰოლი დალია და კარგად გაერთო.
ღამის კლუბის დიჯეი იური როუსტი ამბობს, რომ „მალია, მამის მსგავსად, არაჩვეულებრივად ცეკვავს და ძალიან მოქნილია.
მალია ამსტერდამში დედასთან და დასთან ერთად იმყოფებოდა, ამჟამად კი ოჯახი აფრიკისკენ მიემგზავრება, სადაც გოგონების განათლების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრებენ.