სულ მალე „ამბასადორი“ კურორტ გოდერძიზეც გამოჩნდება. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „აბასადორი გოდერძი“ აქ თებერვლის დასაწყისში გაიხსნება.
არსებული ინფორმაციით, სასტუმრო 2 კორპუსიანია, თუმცა საწყის ეტაპზე, მხოლოდ ერთი კორპუსი ამოქმედდება, რომელშიც 125 ნომერია განთავსებული.
„აბასადორი გოდერძის“ დამსვენებლები შეძლებენ, მიიღონ დახურული აუზისა და სპა-ცენტრის, ღამის კლუბის, საციგურაო მოედნის, სათხილამურო მაღაზიის, საბავშვო ოთახისა და რესტორნის მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ „ამბასადორი გოდერძი“ ქსელის მესამე სასტუმროა. ბრენდი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ოპერირებს თბილისში, სადაც თანამედროვე დიზაინის 120 ნომერს სთავაზობს მომხმარებლებს და „ამბასადორი კაჭრეთში“, რომელიც რეგიონის ყველაზე დიდი სასტუმროა. ამასთან „ამბასადორი“ არის პირველი ქართული ქსელი, რომელიც კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს.