LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე როგორც ხმელეთზე, ისე წყალში – SIONI GLAMPING გიმასპინძლებთ

1194
108314755-105465667911714-8722461513071202000-n

პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების ფონზე, საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარება კვლავ აქტუალური საკითხია. ბოლო პერიოდში, ადგილობრივი ტურისტების მიზიდვის კუთხით, განსაკუთრებით გააქტიურდა სიონი, სადაც მალე Sioni Glamping გაიხსნება.

ამ ეტაპზე Sioni Glamping ხმელეთზე განთავსებულ 3 კოტეჯს მოიცავს, რომლებიც პირველ სტუმრებს სულ მალე მიიღებს.

„შესანიშნავი სიახლე გვაქვს. 25 ნოემბრიდან თქვენ უკვე შეძლებთ თავად გახდეთ აქაური გარემოს დროებითი მკვიდრი. “სიონი გლემფინგი” არის თქვენი დაუვიწყარი მოგონებების ადგილი“, – იუწყება Sioni Glamping-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

აღსანიშნავია, რომ Sioni Glamping მდებარეობს დაბა სიონში, სიონის ტბის მარჯვენა სანაპიროზე.  გლემფინგ კოტეჯი გათვლილია 2+1 ადამიანზე. კოტეჯში 1 ღამით განთავსების ღირებულება 160 ლარია.

აღსანიშნავია, რომ Sioni Glamping-ის დამფუძნებლები ხმელეთზე განთავსებული კოტეჯების შემდეგ, ანალოგიური დასასვენებელი კოტეჯების მოწყობას წყალზეც გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები