ცნობები იმის შესახებ, რომ Lego და Bugatti მოდელ Chiron-ზე მუშაობენ, ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა. ახლა კი რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდა თარიღი, როდის გამოვა Chiron-ი Lego-სგან. მნიშვნელოვანი სიახლე მიმდინარე წლის პირველ ივნისს ანონსდება.
თარიღის დასახელებასათან ერთად, Lego-მ მცირე თიზერიც გამოაქვეყნა – მოდელს შავი ქსოვილი ფარავს, ჩანს მხოლოდ ბორბალი, ბამპერის მცირე ნაწილი და კარის დასაწყისი. ტიზერი არაფერს ადასტურებს გარდა იმისა, რომ ეს Lego Technic-ია.
Lego Technic კომპანიის ყველაზე პრესტიჟული პროექტებით არის დაკავებული, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ უნიკალური დეტალები.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი კონსტრუქტორი ბავშვებისთვის არ არის, ისევე როგორც Porsche 911 GT3 RS Lego Technic-ის კომპლექტი. კომპანიის განცხადებით, კონსტრუქტორი 2 704 დეტალს აერთიანებს, ხოლო აწყობას 6 საათი სჭირდება.