LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალდივები გაქრება

71
IMG_0144

მალდივები საუკუნის ბოლოს გაქრება. კლიმატის ცვლილების გამო დედამიწური სამოთხე 2100 წლისთვის ალბათ აღარ იარსებებს.

ადგილობრივი პოლიტიკოსების განცხადებით, არქიპელაგი სავარაუდოდ, წყალში ჩაიძირება. საქმე ისაა, რომ ამ მომენტისთვის კუნძულების 80% (1190 ერთეულიდან) წყლის დონიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სანაპირო ტერიტორიის დიდი ნაწილი კი ეროზიას განიცდის.

ხელისუფლებამ დაიწყო სხვადასხვა ზომების გატარება, რათა გაქრობის რისკი შემცირდეს. ტარდება არაერთი ღონისძიება, რომლის მიზანიც საფრთხის ქვეშ მყოფი რეგიონების დაცვაა, ამის პარალელურად მავნე გამონაბოლქვის რაოდენობაც მცირდება. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მომავალის შეცვლა მხოლოდ კლიმატის ცვლილების შეჩერებითაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები