ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს სტაბილურობის მიღწევის ერთადერთი გზა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც სამართლიანად მომთხოვნია და ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტური გავხადოთ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ საჭიროა უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა, რომელიც ითანამშრომლებს ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც არ იქნება გაწევრიანების შემცვლელი.