მართალია, მაკოლეი კალკინი დაიღალა ყოველწლიურად იმ შეკითხვებზე პასუხების გაცემით, რომლებსაც მას საკულტო ფილმში ,,მარტო სახლში” განსახიერებული პერსონაჟის შესახებ უსვამენ, თუმცა ის ამ საკითხს უკვე იუმორით უდგება.
ყველასთვის ცნობილია, რომ საშობაო და საახალწლო დღესასწაულები 1990 წლის კინოსურათის გარეშე წარმოუდგენელია.
ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული ფილმის კადრები Google Assistant-ის კამპანიისთვის გააცოცხლეს, სარეკლამო რგოლში კი 38 წლის ვარსკვლავი გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ რეკლამის გამოსვლის შემდეგ, კალკინმა სახალისო ,,ტვიტი” გამოაქვეყნა.
,,თავს დამნაშავედ ვგრძნობ ყველა იმ მძარცველის მიმართ, რომლებიც შობის ღამეს ჩემს გამო მშვიდად სახლის გაძარცვას ვერ ახერხებენ”, – დაწერა კევინ მაკალისტერის როლის შემსრულებელმა.
I feel bad about all the burglars who never had the confidence to rob a house on christmas thanks to me.
— Macaulay Culkin (@IncredibleCulk) December 23, 2018
შეგახსენებთ, რომ ოჯახური კომედია, რომელმაც ამერიკელ არტისტს აღიარება 10 წლის ასაკში მოუტანა, პატარა ბიჭუნას შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ოჯახი პარიზში, საშობაოდ გამგზავრებისას შინ შემთხვევით ტოვებს და სახალისო თავგადასავალში აღმოჩნდება. ის მარტო სახლში ორ ქურდთან ერთად აღმოჩნდება, რომელთაც მისი წესებით უმკალვდება.