„მარტოს სახლის“ ვარსკვლავმა, მაკოლეი კალკინმა, ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში კომენტარი ლეგენდარულ მუსიკოს, მაიკლ ჯექსონთან მეგობრობაზე გააკეთა. მსახიობი არ ეთანხმება იმას, რასაც ჯექსონს აბრალებენ, საუბარია პედოფილიაზე. მისი თქმით, მას არასდროს შეუმჩნევია, რომ მაიკლი ბავშვებს საეჭვოდ მოქცეოდა.
„მე არასდროს დამინახავს, რომ მას რაიმე საეჭვო გაეკეთებინოს. სათქმელი რომ მქონდეს, აუცილებლად ვიტყოდი, მაგრამ მე რაიმეს შემსწრე არასდროს ვყოფილვარ” – აცხადებს მსახიობი.
შეგახსენებთ, ჯექსონის მიერ ბავშვებზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე ფილმი Leaving Neverland გავრცელდა.
მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული სკანდალური ფილმი ,,ემის'' 5 ნომინაციაზეა წარდგენილი (ფოტო/ვიდეო)
ფილმმა, „ნევერლენდის დატოვება“ (Leaving Neverland) “ემის” დაჯილდოვებაზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ტიტული მოიპოვა.
2003 წელს, როდესაც მომღერალს პედოფილიაში ადანაშაულებდნენ, მაკოლეი კალკინი სასამართლოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ მაკოლეის ჯექსონთან უთანამშრომლია ვიდეი კლიპში Black or White.