LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო კვიტაიშვილი: „ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ ფეხმძიმედ ვარ…“

500
მაკო კვიტაიშვილი

ტელეწამყვანი მაკო კვიტაიშვილი ერთი ვაჟის დედაა და ამჟამად გოგონაზეა ფეხმძიმედ.

ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბედნიერია, მისი ოჯახი რომ გაიზრდება:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ოჯახი გაიზრდება. თანაც, არის გოგო და ამან კიდევ უფრო გამახარა. ბიჭთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე მაქვს და ახლა ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება გოგოს დედობა… ზოგადად, მარტივი ორსულობა მაქვს. პირველზე ბოლო თვემდე ეთერში ვიჯექი. ახლაც არაფერი მაწუხებს. ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ ფეხმძიმედ ვარ. მივხვდი, რომ იყო ორსული, არ ნიშნავს, იყო პაციენტი…“

ვიდეო: ირინა ონაშვილი, მაკო კვიტაიშვილი და გოგოლა კალანდაძე Wednesday-ის ტრენდზე აცეკვდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები