LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკო გომური და გიორგი სულუაშვილი სასამართლომ ისევ დაზარალებულის სტატუსის გარეშე დატოვა

570
65806066-2807929665900845-8359928321521221632-n

20 ივნისის ღამეს დაზარალებულთა შესახებ განხილვა მიმდინარეობდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2019 წლის 19 სექტემბერს მიმართა.

ზეპირი განხილვის  შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით მაკო გომურს, გიორგი სულიაშვილს და კიდევ 14 პირს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭათ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 16 პირის, მათ შორის 8 ჟურნალისტის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და პროკურორის იმ დადგენილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც 20-21 ივნისს დაზარალებულ პირებს სტატუსი არ მიენიჭათ.

სასამართლოს დადებითი პასუხის იმედი არა აქვს მაკო გომურს, რომელიც მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გამოძიება 4 თვეა მიმდინარეობს და კიდევ შეიძლება გაგრძელდეს.

აქციის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას ქართუ დააფინანსებს

„პირველად რომ მივმართე პროკურატურას, რაღაცნაირად ვიცოდი, რომ პასუხი უარყოფითი იქნებოდა. სასამართლოზე დარწმუნებული ვიყავი, რომ დადებითი პასუხი იქნებოდა, მაგრამ აქედანაც უარი მივიღეთ. არ ვიცი რის გამო შეიძლება ეთქვათ უარი. როგორც ვიცი საქმეს 4 თვეა იძიებენ და შეიძლება კიდევ ერთი წელი დასჭირდეთ“, – განაცხადა მაკო გომურმა.

20 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციზე, რომელიც რუსი დეპუტატის პარლამენტში განსაკუთრებულ სავარძელზე დასმას მოჰყვა,   დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, ხოლო დაზიანებები 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო.