LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება ჩვენთვისაც შემაშფოთებელია – ირაკლი კობახიძის თქმით, ოთხეულის განცხადებას ანტიამერიკულს ვერ უწოდებს

89
ირაკლი-კობახიძე

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება ჩვენთვისაც შემაშფოთებელია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალა” განცხადებას, სადაც ნათქვამია, “მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ ეველინ ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომისკენ საჯაროდ როდესაც უბიძგებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს”.

როგორც კობახიძე აღნიშნულ წერილზე საუბრისას აღნიშნა, მას არ მიაჩნია, რომ ოთხეული ანტიამერიკულ განცხადებებს არ აკეთებს.

“მე არ ვუწოდებ ამას ანტიამერიკულს, ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები ანტიამერიკულ განცხადებებს აკეთებენ, ამ შემთხვევაშიც უმრავლესობაშიც კი არ ვიქნებოდით ერთად. თვითონ სიტყვა “ანტი” არ მომწონს, შეიძლება ოჯახში საკუთარ შვილს მისცე შენიშვნა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი “ანტი” ხარ.

ჩვენ გვიჭირს დეტალებში შესვლა და გარჩევა, თუ რაზე საუბრობენ ეს ადამიანები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ფორმასთან გვაქვს პრობლემა. საჯაროდ ამ პოლემიკაში შესვლა ჩვენთვის იყო უხერხულობის შემცველი და გვირჩევნია ვისაუბროთ დახურულ კარს მიღმა გარკვეულ პრობლემებზე, რაც შეიძლება არსებობდეს.

მაკკეინის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში შემაშფოთებელია რა, რომ ის პირდაპირ მოგვიწოდებს პრაქტიკულად ომში ჩართვისკენ, ანუ პირდაპირი ტექსტით აქვს ნათქვამი, ანუ საუბრობს სანქციების დაწესებაზე და იმაზე, რომ ეს სანქციები შეიძლება მაპროვოცირებელი გახდეს რუსეთისთვის, რომ შემოიჭრას საქართველოში და მერე გვამშვიდებს, რომ შემოიჭრება მაგრამ ალბათ ვერ მოიგებს და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, იმიტომ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, მართალია არ წარმოადგენს სახელისუფლებო სტრუქტურას, მაგრამ არის მნიშვნელოვანი ფიგურა და იღებს დაფინანსებას აშშ-ის ბიუჯეტიდან და ჩვენთვისაც არის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები