LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკიაჟის გარეშე ისტორიაში პირველი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

156
Screenshot 2023-10-04 112752

ლონდონში, სილამაზის კონკურსის „მის ლონდონის“ ფინალში მონაწილეები სცენაზე მაკიაჟის გარეშე გავიდნენ. ეს ამბავი Daily Mail-მა შეიტყო.

გამარჯვებული „მის ინგლისის“ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

„მის ლონდონი 2023“ ტიტული კი 26 წლის სტომატოლოგმა ნატაშა ბერესფორდმა მოიგო. მან 18 კონკურსანტს აჯობა.

წელს ორგანიზატორებმა 95-წლიანი ისტორიაში პირველად შემოიღეს წესი, რომელიც მონაწილეებს მაკიაჟის წასმას უკრძალავს. გამოცემის მონაცემებით, ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში. კონკურსის ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ ცვლილებები განპირობებულია სურვილით ქალებს მეტი თავდაჯერება შემატონ და ბუნებრივი სილამაზე წარმოაჩინონ.

ბერესფორდს იმედი აქვს, რომ თავისი მაგალითით სხვა გოგონებს შთააგონებს მაკიაჟის გარეშეც ლამაზად იგრძნონ თავი.
გოგონა არ აპირებს სამოდელო ბიზნესში ჩართვას და სურს პროფესიას გაჰყვეს. ის გეგმავს საქველმოქმედო აქციებში ჩაერთოს და ღარიბებს, უსახლკაროებსა და დევნილებს უფასო სტომატოლოგიური დახმარება გაუწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები