მსახიობი ნინო კასრაძე, რომელიც უკვე წლებია ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ნიჭიერ და დახვეწილ მსახიობად მიიჩნევა წლების წინ გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
„მახსოვს ასეთი, ულამაზესია”, „ქართული თეატრისა და კინოს ყველაზე ლამაზი და დახვეწილი სახე!”, „ულამაზესი და საინტერესო პიროვნება ხართ ქალბატონო ნინო”, – უწერენ კომენტარებში მსახიობს მიმდევრები.
ნინო კასრაძე ყოველთვის საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მის მიმართ ხშირად ისმის შეკითხვები, როგორია ის რეალურ ცხოვრებაში, თუმცა მსახიობი იშვიათად კონტაქტობს მედიასთან და არ უყვარს პირადი ცხოვრების გასაჯაროება.
რა არის ცხოვრება ღირსების გარეშე და ღირსება ცხოვრების გარეშე: ნინო კასრაძე