აშშ-ში „მაკდონალდსის“ მომხმარებელმა “მაკმაფინი” შეუკვეთა და მის ნაცვლად ნაღდი ფულით 5 ათასი დოლარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია პორტალი AL.com ავრცელებს.
ჟოსაია ვარგასი სწრაფი კვების რესტორანში შევიდა და ჩვეული მენიუ შეუკვეთა. როდესაც „მაკის“ თანამშრომელმა მას შეკვეთის პაკეტი გადასცეს, მამაკაცმა გადამოწმება გადაწყვიტა. მისდა გასაკვირად, საჭმლის ნაცვლად შეფუთვაში ფული იდო.
რესტორანში დაბრუნებულმა ვარგასმა, თანამშრომლებს ჰკითხა, ხომ არ იყვნენ ისინი ფულის გათეთრებით დაკავებული. შემდეგ მან მომხდარი გაიხსენა და თანამშრომლებმაც შვებით ამოისუნთქეს. აღმოჩნდა, რომ ფული პაკეტში შემთხვევით მოხვდა.
კეთილსინდისიერ მომხმარებელს ფულის დაბრუნების სანაცვლოდ 200 დოლარი აჩუქეს და ერთი თვის განმავლობაში უფასოდ კვებასაც შეჰპირდნენ.