LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკდონალდსის მენიუ ჯანსაღდება?! – კომპანია გაყინულ ხორცზე ნაწილობრივ უარს ამბობს

471

მაკდონალდსი მეოთხე კვარტალში, რესტორნების ქსელიდან გაყინული ხორცის ამოღებას იწყებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტს ახალი ხორცით ჩაანაცვლებენ.

სიახლე ამერიკის ფილიალებს, ეხება ჰავაისა და ალიასკაში ერთეული რესტორნების გამოკლებით.

მაკდონალდში ირწმუნებიან, რომ ისინი SIGNATURE CRAFTED RECIPES-ის ბურგერებზე კონსერვანტებისგან სუფთა და ახალ ხორცს გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება მაისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ბიგ მაკს, რეგულარულ ჰამბურგერსა და ჩიზბურგერს არ შეეხება.

“ფორტუნამ” სცადა გაერკვია რა ხდება ამ მხრივ საქართველოში და აქვს თუ არა “მაკდონალდს საქართველოს” გაყინული ხორცის ამოღებასთან დაკავშირებით, რაიმე გეგმები.

კომპანიაში ამ კითხვას ჯერჯერობით არ პასუხობენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები