McDonald’s Georgia საქართველოში სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,COVID-19-თან მებრძოლ ექიმებს ნაყინებით გაუმასპინძლდა.
„გადავწყვიტეთ გამოგვეხატა მადლიერება და პატივისცემა მათი თავდაუზოგავი შრომისთვის! ჩვენი ნაყინები ინფექციური კლინიკის, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უკლებლივ ყველა მედპერსონალს გაეგზავნა. როდესაც ასეთ რთულ ვითარებაში უწევთ ჩვენს ექიმებს დაუღალავი შრომა, ვეცადეთ მადლობის ნიშნად, მცირედი ყურადღება გამოგვეხატა და გაგვეხალისებინა მათთვის დღე“, – აცხადებენ McDonald’s Georgia-ში.