LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკდონალდს ფეხბურთი აღარ უნდა: სწრაფი კვება კორუფციამ დააფრთხო

53

McDonald’s-ს ფიფასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს, რისი მიზეზით მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის სახელთან დაკავშირებული გამუდმებული კორუფციული და დოპინგ-სკანდალებია.

სწრაფი კვების გიგანტი მსოფლიოს ჩემპიონატებს ჯერ კიდევ 1994 წლიდან ასპონსორებდა, თუმცა ახლა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე 11 თვით ადრე, McDonald’s ფიფასთან თანამშრომლობის გაწყვეტას აპირებს.

მიზეზი კორუფციული და დოპინგ-სკანდალებია. McDonald’s-ში უკმაყოფილონი არიან იმ ფაქტით, რომ ფიფას ჩინოვნიკების წინააღმდეგ სულ უფრო და უფრო ხშირად იწყება გამოძიება კორუფციის ბრალდებით. გარდა ამისა, კონფედერაციათა თასის დასრულების შემდეგ 23 რუსი ფეხბურთელი დოპინგის მიღებაში დაადანაშაულეს.

ევროპული მედიის ინფორმაციით, იმის შანსი, რომ მხარეები თანამშრომლობას შეწყვეტენ, 40%-ია. ამ შემთხვევაში McDonald’s-ს, რომელიც ფიფას ყოველწლიურად 8,5-დან 22 მილიონ ევრომდე უხდის, 88 მლნ-ის გადახდა მოუწევს.

ამჟამინდელი ხელშეკრულება McDonald’s-სა და ფიფას შორის 2022 წლამდეა გათვლილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები