LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის 20 წლის იუბილე 7 ივლისს აღინიშნება

158

7 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრში მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის 20 წლისთავი აღინიშნება.

ნათია ბუნტური და ნინა გოგუა ბოროტი და კეთილი ფერიების როლებს მოირგებენ, საქართველოს სახალხო არტისტი მარინა ჯანაშია კი მეზღაპრის როლს შეასრულებს პეტრე ჩაიკოვსკისა და მარიუს პეტიპას ბალეტ „მძინარე მზეთუნახავის“ მიხედვით დადგმულ ქორეოგრაფიულ ფანტაზიაში „მეფის ასული ავრორა“.

მაკა მახარაძის სტუდიის ბალერინებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური უნივერსიტეტისა და თეატრალური სტუდია „ეტ სეტერას“ სტუდენტები.

დეკორაციის ესკიზები თეიმურაზ მურვანიძეს ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ანა კალატოზიშვილი გახლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები