ულამაზესი წითელი კაბის შემდეგ, დიზაინერმა მაკა კვიციანმა სოციალურ ქსელში, სრულიად წითელი ნაძვის ხეც გაგვიზიარა. ვიდეო ერთ-ერთი ტანსაცმლის მაღაზიაშია გადაღებული, სადაც უზარმაზარი ნაძვის ხე დგას, მხოლოდ წითელ ფერში და ასევე საახალწლო მორთულობაც, ძირითადად, ამავე ფერშია გადაწყვეტილი. როგორც ჩანს, საქართველოში ასტროლოგების რჩევებს დიდად არ მისდევენ და ლურჯ ფერს ბევრი ნაკლებად ითვალისწინებს საახალწლოდ ნაძვის ხის შერჩევისას თუ გაწყობისას.