LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ძაგანია: „მას შემდეგ, რაც აგარაკზე გადავსახლდით, მე და ჩემს ქმარს ურთიერთობისთვის ბევრად მეტი დრო დაგვრჩა…“

252
2

მსახიობი მაკა ძაგანია, რომელიც ფართო საზოგადოებამ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, მეუღლესა და შვილებთან ერთად, პანდემიის პერიოდში, თბილისთან ახლოს აგარაკზე გადასახლება გადაწყვიტა და მიწათმოქმედებას მისდევს. მას და მის მის მეუღლეს მიწასთან მუშაობა არ ეზარებათ, გეგმავენ ვენახის ჩაყრას და ღვინის წარმოებასაც.

როგორც მაკა ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, ქალაქგარეთ ცხოვრების შემდეგ ქალაქში ჩამოსვლა აღარ უნდა:

„მე და ჩემს ქმარს ერთმანეთთან ურთიერთობისთვისაც ბევრად მეტი დრო დაგვრჩა. ქალაქში როცა ხარ, ნაკლებად გრჩება ურთიერთობის დრო. აქ კი საკმაოდ ხანგრძლივი და დიდი ურთიერთობა გამოგვივიდა. ბევრს ვსაუბრობდით და მივხვდით, რომ ერთი და იგივე სურვილები გაგვიჩნდა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები