LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ცხვედიანი: „მოსკოვში მცხოვრები ქართველები „ინსტაგრამზე“ ერთმანეთს აჯიბრებენ ცხოვრებით ტკბობის ხარისხს…“

339
maka204

„ევრონიუსის“ წამყვანი, მწერალი მაკა ცხვედიანი რუსეთში მცხოვრები ქართველების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მათი „ინსტაგრამ“ ფოტოები ამორალურია:

„რუსეთის არმია უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს საპორტო ქალაქ ოდესას უახლოვდება. ქალაქი ჩერნიგოვი ცეცხლშია.

მოსკოვში მცხოვრები ქართველები „ინსტაგრამზე“ ერთმანეთს აჯიბრებენ ცხოვრებით ტკბობის ხარისხს.

„გვეშინიაა” არგუმენტი.

კანის ღრმა დატენიანების, ჯეიმზ ბლანტის მუსიკაამოდებული კოცნაობის და აივანზე ყავის მშვიდად სმის სთორები უხერხული კი არა, ამორალურია ამ “გვეშინიას” ფონზე.

ამ სთორებიანად დაახვიეთ, იმიტომ, რომ არაფერი აღარაა რუსეთისგან ჩაბანძებულ სამყაროში სანდო და სასიხარულო.

ომისგან მომსპარი ბავშვობიდან მაინც არ იყოთ ჩვენი ყველა უბედურების ავტორ ქვეყანაში გალაღებულები!“

ომი უკრაინაში