LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ცინცაძე: „ერთი პატრული მაჩერებდა სისტემატურად, ეგ ხომ არ იყო?..“

67

გიორგი გაბუნიას გუშინდელი „არჩევანის“ შემდეგ სოციალურ ქსელში მის მიერ გაშუქებული თემას გამოხმაურებები არ აკლია. შეგახსენებთ, გაბუნიას ჩაერთო ყოფილი პატრული, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც გამოჩნდა, რომ ე.წ. ნარუშილოვკით თბილისში მოძრაობენ ადამიანები, რომელთა დაჯარიმების უფლება პატრულს არ აქვს. ასევე აჩვენეს ეპიზოდი ადვოკატ ირმა ჭკადუას მონაწილეობით.

„ჯი-დი-ეს“-ის გადაცემა „20-30“-ის წამყვანი, მაკა ცინცაძე, როგორც ჩანს, სწორედ ამ გადაცემას გამოეხმაურა და „ფეისბუქში“ დაწერა – „ერთი პატრული მაჩერებდა, სისტემატურად, საბურთალოს ქუჩაზე. სახეზე არ მახსოვს და ნეტავ ეგ ხომ არ იყო? პ.ს. ჯარიმა არასდროს დაუწერია…“
მაკას ერთ-ერთმა „ფეისბუქ-“ მეგობარმა დაუწერა, რომ ის პატრული შესაძლოა, შეგნებულად დასდევდა ხალხს „ფილმის გადასაღებად“, ხოლო მეორე წერს, რომ მაკას შეიძლება, „გადაჭარბებული სილამაზისთვის“ აჩერებდა.

დისკუსიაში ჩაერთო „ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე: „ჰო, საღადაო თემაა, აბა, რა, ქუჩაში ნაცემი ხუთი ადამიანი, მოძალადე პოლიციელები და სპეცსაშვებით დასაჩუქრებული მინისტრის მოადგილის ძმა“, რაზეც „ჯი-დი-ეს“-ის თანამშრომელმა, ლაშა ბასლანძემ უპასუხა, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამის შემდეგ საუბარი საკმაოდ ცხარედ გაგრძელდა. მაკა ცინცაძეს კი „უწინასწარმეტყველეს“, რომ გიორგი გაბუნიამ შესაძლოა, მისი მონაწილეობითაც აჩვენოს მორიგი ვიდეოჩანაწერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები