LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: მსოფლიოში ჩვენი კუთვნილი ადგილი უნდა დაგვეკავებინა, თუმცა სამარცხვინო კუთხეში აღმოვჩნდით

172
Untitled design (2)

„მსოფლიოში გადალაგდა ყველაფერი, არქიტექტურა შეიცვალა მთლიანად. ეს შეცვალა გმირმა უკრაინელმა ხალხმა, ზელენსკის მეთაურობით მთელმა მისმა გმირობამ და სულისკვეთებამ“,- ასე შეაფასა რადიო „ფორტუნას“ ეთერში რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ.

მისი განცხადებით, რუსეთის მორიგი აგრესიის შემდეგ საქართველოს ჰქონდა შანსი, რომ ევროკავშირს კიდევ უფრო დაახლოებოდა, თუმცა მთავრობის ქმედებებმა ქვეყანა მიმდინარე პროცესებიდან გამოთიშა.

„მთავრობამ გვითხრა, რომ არ ვიტყვით იმას, რაც ხალხს უნდა, არ წავალთ იმ გზით, რაც საზოგადოებას სურს, რაც ჩვენი ისტორიული არჩევანია, რისთვისაც აქამდე ვიბრძოდითო. უკვე თითქმის ბოლოში რომ გავედით და გამოჩნდა სინათლე, მაშინ გადავუხვიეთ ძალიან მკვეთრად და უაზროდ. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, ჩვენი ამდენი ხნის გამოვლილი ეკლიანი გზა ისე დამთავრდება, როგორც ხალხს უნდა და არა რაღაც ჯგუფს, რომელიც ხალხმა დაიქირავა. უკრაინას დიდი მადლობა ამხელა გმირული ნაბიჯებისთვის, სულისკვეთებისთვის. უკრაინას დღეს სჭირდება გამარჯვება და უკრაინასთან ერთად ჩვენც აუცილებლად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას“,- აღნიშნა მან.

აქვე, მაკა ჩიჩუა აღნიშნავს, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე საზოგადოების დიდი ნაწილის თავშეყრა, რათა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ გაცხადდეს.

„მსოფლიოში შეიცვალა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ჩვენ. დიდი ხანია ველოდებით, რომ ყურადღება მოგვაქციონ და თქვან, რომ ვართ ევროპის ნაწილი. ჩვენც ძალიან კარგი მომენტი ჩაგვივარდა ხელში, როდესაც შეიძლებოდა, რომ ჩვენი ხმა მიგვეწვდინა და კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ არ გვინდა ასეთი ტირანიის, სისასტიკის, სიბოროტის იმპერიაში ყოფნა. მაგრამ გვიმუხთლა ჩვენ მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, ვისაც ვენდეთ და მივეცით ჩვენი ისტორიული არჩევანის გატანის შანსი. ჩვენ უნდა გავმხდარიყავით მსოფლიოს ის ადგილი, რაც გვეკუთვნის. უცბად აღმოვჩნდით სამარცხვინო კუთხეში, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ასე დიდი ხნით ყოფნა არ მოვგიწევს. ამიტომაა დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ამავე თემაზე:

აკია ბარბაქაძე: ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს – უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო

მადლობა ქარ­თველ ხალ­ხს… თქვენ ყვე­ლა­ზე უკეთ იცით, რა არის რუ­სუ­ლი აგ­რე­სია – პა­ტივს ვცემთ 36 მა­მა­ცი ქარ­თვე­ლის ხსოვ­ნას: ვიტალი კლიჩკო

„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ – თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები